სახნავ–სათესი ბარათებით სარგებლობის ვადა გახანგრძლივდა. ფერმერებს მისი გამოყენება 1 დეკემბრის ნაცვლად, წლის ბოლომდე შეუძლიათ. ახალციხის გამგეობაში განმარტავენ, რომ წვიმიანი ამინდების გამო, მოსახლეობამ მიწის ნაკვეთებზე საშემოდგომო სამუშაოების ჩატარება ვერ მოასწრო. ამიტომ ვადის გახანგრძლივების თხოვნით, ცენტრალურ უწყებას სამინისტროს რეგიონულმა სამმართველომ მიმართა, რაზეც თანხმობა მიიღო.
„მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში ახალციხის მუნიციპალიტეტში 9 329 ბარათი ჩამოვიდა, აქედან, 8 373 ხვნის, ხოლო 956 აგრო ბარათი.