ცხვრის ფარებმა ჩვენი სათიბები გადაძოვეს - ახალციხელი ფერმერები დახმარებას ითხოვენ
12:54 / 24.06.2020
ახალციხის 13 სოფლის მოსახლეობა, რეგიონის და მუნიციპალიტეტის ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. ადგილობრივების თქმით ტერიტორია, რომელსაც ვალესა და მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლები საძოვრებად და სათიბებად იყენებდნენ, სხვა რეგიონიდან, მთაბარობისთვის ჩამოყვანილმა ცხვრისა და საქონლის ფარებმა გაანადგურეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ დაახლოებით, სამი კვირის წინ ჯერ საქონელი, შემდეგ კი 12 000 სული ცხვარი ჩამოიყვანეს. მწყემსები პირუტყვს იმ მიწაზე აძოვებენ, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაშია, თუმცა წლებია ადგილობრივები იყენებენ. ფერმერების თქმით, ამის გამო ზამთრისთვის თივას ვერ იმარაგებენ. გარდა ამისა, ფარამ დააზიანა სოფლების სასმელი წყლის სისტემაც.
ამ პრობლემით, დაახლოებით 60-მდე ფერმერი სამხარეო ადმინისტრაციაში მივიდა და მხარის რწმუნებულთან შეხვედრა მოითხოვა. ბესიკ ამირანაშვილი ადგილობრივების ნაწილს დახურულ კარს მიღმა, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა. შეხვედრის დასასრულს გუბერნატორმა განაცხადა, რომ საქმეზე სამართლებრივი პროცედურები დაიწყება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.