მესხური კერძების ბროშურების დამზადება, ბრენდირება, ტრადიციული კერძების ფესტივალის გამართვა, კოოპერატივების განვითარება, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის შერწყმა – ამ და სხვა საკითხებზე პროექტებს, სამცხე–ჯავახეთში, ის სამი პირი განახორციელებს, რომელმაც ერთი თვის განმავლობაში იაპონიაში გადამზადება გაიარა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელი, ახალციხის სასოფლო–საკონსულტაციო სამსახურის დირექტორი გურამ ჯინჭველაძე და მეფუტკრე ზაზა ივანიძე სხვა ფერმერებისა და სტრუქტურების წარმომადგენლების დახმარებით, აგროტურიზმის კუთხით სხვადასხვა ღონისძიებას ჩაატარებენ. იაპონიაში ვიზიტი რეგიონული განვითარების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. სწორედ აღნიშნული პროექტით თავდაპირველად იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს – JICA–ს დელეგაცია ახალციხეშიც იმყოფებოდა. წამრომადგენლები სამცხე–ჯავახეთში არსებულ სიტუაციას გაეცნენ და ურთიერთთანამშრომლობის გეგმა დასახეს.