სამცხე–ჯავახეთში დაავადება თურქულის საწინააღმდეგო ვაქციანაცია მიმდინარეობს. ამ დროის მონაცემებით, რეგიონის მასშტაბით, 20 ათასი წვრილფეხა და 10 ათასი მსხვილფეხა პირუტყვია აცრილი.
ცხოველთა იმუნიზაცია მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდება.
დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინაცია სახელმწიფო პროგრამის „ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის“ ფარგლებში მიმდინარეობს, რაც აცრების უსასყიდლოდ ჩატარებას ითვალისწინებს.
საშემოდგომო აცრების ფარგლებში 120 ათასი მსხვილფეხა და 60 ათასი წვრილფეხა პირუტყვის იმუნიზაციაა დაგეგმილი.
თურქული მწვავე ინფექციური დაავადებაა, მისი ამთვისებელია ცხოველი ნებისმიერ ასაკში. დაავადება განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს 2–3 თვის მოზარდებში.