"აქეთ მხოლოდ მე ვცხოვრობ, უბნიდან ყველა წავიდა" - ელიაწმინდელები პრობლემებზე
19:07 / 18.01.2021
სოფელი ელიაწმინდა ახალციხის მუნიციპალიტეტის მცირედ დასახლებული სოფელია. 2002 წლის აღწერის მიხედვით, აქ 183 ადამიანი ცხოვრობდა, ბოლო აღწერის მიხედვით კი მათი რაოდენობა 67-ით შემცირდა.
პირობების არარსებობის გამო, სოფელში მრავლადაა დაკეტილი სახლები. ადგილობრივების თქმით, ელიაწმინდიდან ძირითადად ახალგაზრდები მიდიან. „აქეთ მხოლოდ მე ვცხოვრობ, არავინ არ არის მეტი, მაღლა ორი ოჯახი და მორჩა. სულ სამნი ვართ დაიცალა ჩვენი სოფელი“- ამბობს ელიაწმინდის მკვიდრი ლილი კაპანაძე
სოფელის დაცლას ადგილობრვები სამუშაო ადგილების არ არსებობას უკავშირებენ. გარდა ამისა, მათი თქმით, სოფელი სახელმწიფოსგან სათანადო დახმარებას ვერ იღებს.
„ყველა წავიდა. აქეთ მხოლოდ სამი ოჯახი ვართ, გადაღმა უბანში არიან მაცხოვრებლები. ახალგაზრდები სულ თბილისში წავიდნენ, მიწა აღარავის უნდა“- ამბობს ელიაწმინდის მკვიდრი.
სოფელში პრობლემაა გაზიფიცირებაც. მოსახლეობა ელიაწმინდაში ისევ შეშით თბება. ადგილობრივებს ბუნებრივი აირის შეყვანის იმედი არც აქვს.
„გაზს ვინ შემოგვყვანს თითზე დასათვლელი ხალხი ვართ“- ამბობს ლილი კაპანაძე.
სოფელში დღემდე მოუგვარებელია სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა. ადგილობრივებს მოსავლის მოყვანა უჭირთ, რადგან ელიაწმინდაში სარწყავი წყალი საერთოდ არ არის.
რაც შეეხება სასმელ წყალს, ზამთარში სისტემა იყინება და ოჯახების უმეტესობა წყლის გარეშე რჩება. ადგილობრივების თქმით, პრობლემის მოსაგვარებლად სამუშაოები დაიწყეს, თუმცა მალევე შეჩერდა. „დაიწყეს მაგრამ არ დაუსრულებიათ ჯერ, იმედია გაზახულზე მაინც დაასრულებენ. სარწყავი წყალი საერთოდ არ უდგება ჩვენ სოფელს, ამიტომ არ გაქვს" - ამბობს ელაწმინდის მკვიდრი გიორგი კაპანაძე.
ახალციხის მერიისთვის ელიაწმინდაში არსებული პრობლემების შესახებ ცნობილია, თუმცა მერის წარმომადგენელი ირწმუნება, რომ სოფლიდან არავინ მიდის.
„2014 წლიდან მე მაგ სოფელში ვმუშაობ და წასული ჯერ არავინ მინახავს” - აცხადებს კახა გელაშვილი.
იგეგმება თუ არა სოფელში გაზის შემოიყვანა, ამაზე მერის წარმომადგენელს კონკრეტული პასუხი არ აქვს.
„არ ვიცი იყო საუბარი გაზის შემოყვანაზე, მაგრამ რამდენად შემოვა არ ვიცი“ - ამბობს კახა გელაშვილი.
მერის წარმომადგენლის თქმით, სოფელში სასმელი წყლის შეკეთება უკვე დაიწყეს, მაგრამ პროექტი უამინდომების გამო შეჩერდა. კახა გელაშვილი ირწმუნება, რომ სამუშაოები მალე გაგრძელდება. რაც შეეხება სარწყავ წყალს, მერის წარმომადგენლის თქმით, მდგომარეობა არასაიმედოა.
„რაც თავი მახსოვს სარწყავი წყალი სოფელს არ აქვს, აქ არ უდგება წყალი და როგორ გავაკეთოთ, თორემ კი გაკეთდება“- ამბობს სოფლის რწმუნებული.
ადგილობრივების თქმით, იმ შემთხვევაში თუ სოფელში ცხოვრებისთვის აუცილებელი პირობები არ იქნება, რთულია აქ დარჩენა ვინმეს მოუნდეს. ბუნებრივი აირის, სასმელი წყლის, სპორტული დაწესებულებისა თუ სამუშაო ადგილების გარეშე, სოფელში ცხოვრება განსაკუთრებით ახალ თაობას უჭირს.
გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.