სოფლის მეურნეობის საკითხებზე ცხრა რეგიონული სამმართველოს უფროსმა იმსჯელა
21:44 / 18.06.2015
რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ ფერმერებმა სოფლის მეურნეობის
კუთხით ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ და საკუთარი საქმიანობა
უკეთესობისკენ წარმართონ – აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს 9–ვე რეგიონული სამმართველოს უფროსმა
იმსჯელა. შეხვედრას იმ პროფესიული კოლეჯების ხელმძღვანელი პირები
დაესწრნენ, სადაც აგრარული მიმართულებით სწავლება ხორციელდება.
მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ სოფლის მეურნეობის დარგის გაძლიერების
მიზნით, სამმართველოებმა და სასწავლებლებმა, ერთმანეთთან აქტიურად
უნდა ითანამშრომლონ.
რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ ფერმერებმა სოფლის მეურნეობის
კუთხით ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ და საკუთარი საქმიანობა
უკეთესობისკენ წარმართონ – აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს 9–ვე რეგიონული სამმართველოს უფროსმა
იმსჯელა.
შეხვედრას იმ პროფესიული კოლეჯების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ,
სადაც აგრარული მიმართულებით სწავლება ხორციელდება. მონაწილეებმა
აღნიშნეს, რომ სოფლის მეურნეობის დარგის გაძლიერების მიზნით,
სამმართველოებმა და სასწავლებლებმა, ერთმანეთთან აქტიურად უნდა
ითანამშრომლონ. შეხვედრის ორგანიზატორთა განმარტებით, სამომავლოდ
მობილურ ფერმერთა ჯგუფები, ჩამოყალიბდება, რომლებშიც კვალიფიციური
სპეციალისტები გაწევრიანდებიან. სემინარი გაეროს განვითარების
პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, რომლის მიზანსაც სოფლის მეურნეობის
დარგში უნარების განვითარება წარმოადგენს. ახლო მომავალში,
სამცხე–ჯავახეთში, ნიადაგის კვლევის კვირეული გაიმართება, რომლის
ფარგლებშიც, სპეციალისტებისათვის ტრენინგები ჩატარდება. ხოლო,
დარგობრივი სპეციალისტებისა და კოლეჯებისათვის საკითხთან დაკაშირებით,
კონკურსი გაიმართება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.