სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენლებმა სოფელ წნისის რძის გადამამუშავებელი ქარხანა დაათვალიერეს. ნინოწმინდის, თეთრიწყაროსა და წალკის კოოპერატივებში დასაქმებული თანამშრომლები, საწარმოს მუშაობის პრინციპს გაეცნენ და რძის პროდუქტების წარმოების პროცესს დააკვირდნენ.
წნისის საწარმოში ვიზიტი სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტომ მოაწყო, რომელიც თანამერდოვე ტექნოლოგიებისა და მეთოდოლოგიების დანერგვის მიმართულებით, სასწავლო ვიზიტებისა და ტერნინგების ორგანიზებას მომავალშიც გეგმავს.
დღეისათვის საქართველოს მასშტაბით 913 სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივია რეგისტრირებული, აქედან სამცხე–ჯავახეთში 163 კოოპერატივია წარმოდგენილი.
შპს „ჯორჯიან ბიზნეს ზონი“, სადაც ფერმერების ვიზიტი განხორციელდა, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წნისში 2009 წლიდან ფუნქციონირებს. დღეისათვის საწარმოს კომპლექსური სახე აქვს, ჰყავს საკუთარი პირუტყვი და რძისა და რძის პროდუქტების წარმოებას მისდევს.
|