საქართველოში შემოტანილ 49 220 კგ. კარტოფილში მავნე ორგანიზმები აღმოჩნდა
შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში შემოტანილი 49 220 კილოგრამი კარტოფილი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.
კარტოფილით დატვირთული ორი ავტოსატრანსპორტო საშუალება საბაჟო გამშვებ პუნქტ "სარფიდან" გააბრუნეს.
"ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, კარტოფილიდან აღებულ ნიმუშებში ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ჯანმრთელობისთვის საშიში, დიდი რაოდენობით საკარანტინო მავნე ორგანიზმები გამოვლინდა.
საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, აღნიშნული ტვირთები უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა," - აღნიშნულია განცხადებაში.