სოფლის მეურნეობა
ნინოწმინდაში სოფლები დაისეტყვა
დღეს, 1 ივნისს, ნინოწმინდაში ძლიერი სეტყვა მოვიდა. დაისეტყვა სოფლები: ფოკა, განძა და საღამო. სეტყვა მუნიციპალიტეტში, დაახლოებით, 13:00 საათზე დაფიქსირდა.
როგორც რადიო "ნორი" იუწყება სტიქია დიდხანს გაგრძელდა და მიწა 2 სანტიმეტრამდე ნალექით დაიფარა.
ნინოწინდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ზარალის თაობაზე მოსახლეობას მათთვის არ მიუმართავს.
გააზიარეთ :