სოფელ კლდის სადემონსტრაციო ნაკვეთზე ღია კარის დღე გაიმართა. სასოფლო–საკონსულტაციო სამსახურის აგრო კონსულტანტმა, კარტოფილის მოსავალი აიღო.
ნუგზარ კაველიძემ ადგილობრივი ფერმერები მოიწვია და კულტურის ორი ჯიში: ლუსინდა და ფარიტა წარუდგინა. სპეციალისტმა მათ ის დადებითი თვისებები გააცნო, რითაც კარტოფილის ეს ჯიშები ხასიათდება.
კლდის სადემონსტრაციო ნაკვეთზე წელს ოთხი ჯიში იყო წარმოდგენილი, საიდანაც ორმა მათგანმა ყველაზე მეტად გაამართლა.
ღია კარის დღეს, ფერმერების გარდა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონული სამმართველოს წამომადგენლებიც დაესწრნენ. მათი შეფასებით, საუკეთესო შედეგი კულტურისთვის სრული ტექნიკური პროცედურების ჩატარებით მიიღწევა.
კარტოფილის ჰოლანდიური ჯიშები სასოფლო–საკონსულტაციო სამსახურს ორგანიზაცია “კარტლისმა” მიაწოდა.
ავტორები: თიკო კურტანიძე, ირაკლი ბახტურიძე, ბექა ზედგინიძე.