ჯავახეთში 100 ათასი ტონა კარტოფილი გასაყიდი დარჩა
სოფლის მეურნეობის პოლიტიკისა და მოსავლის განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლები ახალქალაქში იმყოფებოდნენ. ვიზიტის მიზანი ახალქალაქის საკრებულოს წერილი გახდა, სადაც დეპუტატები კარტოფილის რეალიზაციის პრობლემებთან დაკავშირებით დახმარებას სამინისტროსგან ითხოვდნენ.
პრობლემაზე ახალქალაქელმა დეპუტატებმა 4 მარტს იმსჯელეს და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის გაგზავნილ წერილში დახმარებას მოითხოვეს. წერილში წერია, რომ მუნიციპალიტეტის ფერმერებს დაახლოებით 100 000 ტონა კარტოფილი ჯერ კიდევ საწყობებში აქვთ და მათ გაყიდვას ვერ ახერხებენ.
მოსავლის განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლები ნოდარ ხოხაშვილი და გიორგი რაზმაძე დეპუტატებთან შეხვედრის შემდეგ დილისკის, არაგვის, ჩამძვრალასა და კოთელიის მოსახლეობას შეხვდნენ. ჯავახეთში სამინისტროსგან პასუხს ელოდებიან.