situs toto slot
ჯავახეთში ფერმერები ტონობით კარტოფილს ყრიან მაშინ, როცა რუსეთიდან იმპორტი იზრდება - მეცხრე არხი
SSSS


სოფლის მეურნეობა
ჯავახეთში ფერმერები ტონობით კარტოფილს ყრიან მაშინ, როცა რუსეთიდან იმპორტი იზრდება
ასობით ტონა კარტოფილი ნაგავსაყრელებზე - სამცხე-ჯავახეთში ფერმერები იმ მოსავალს ყრიან, რომელიც ვერ გაყიდეს. კარტოფილის ფასი გაზაფხულზე 7 თეთრამდე დაწიეს, თუმცა ადგილობრივების მოსავალს მყიდველი მაინც არ გამოუჩნდა. ტონობით კარტოფილი ახლა ან ნაგავსაყრელზეა ან სარდაფებში ლპება. ფერმერები რეალიზაციის პრობლემის წინაშე ბოლო რამდენიმე წელია დგანან. მიზეზი კი, რუსეთიდან და ბელარუსიდან იმპორტირებული კარტოფილია, რომელსაც ადგილობრივი მოსავალი კონკურენციას ვერ უწევს.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამძვრალას მკვიდრ ჰარუთუნ ფილოსიანს საკუთარი ხელით მოყვანილი ტონობით კარტოფილი ნაგავსაყრელზე გადააქვს. ფერმერმა მოსავალი ვერ გაყიდა, ბოსტნეული დალპა და იძულებული გახდა კარტოფილის სარდაფიდან ნაგავსაყრელზე გაეტანა. დარჩენილ რამდენიმე ტონას მაშინ გადაყრის, როცა სატვირთო მანქანის და მუშების დაქირავების ფული ექნება.

„10-12 ტონა უკვე გადავყარე. რაც დამრჩა ეგეც უნდა გადავყარო. მალე აქ ანტისანიტარია იქნება, აუცილებლად უნდა მოვასუფთაოთ აქაურობა, სად წავიღოთ, საკითხავია. ვაღიარებ, რომ ვყრი აქვე, სოფელთან. კიდევ კარგი არ დამიჭირეს და არ დამაჯარიმეს. არასწორად მოვიქეცი, მაგრამ რა მექნა? სახელმწიფოს გადაყრაში დახმარებას არ ვითხოვთ, მაგრამ რჩევა მაინც მოგვცენ, გააკონტროლონ რა რაოდენობა დავთესოთ, რომ გაყიდვა შევძლოთ. არავინ ითვლის როგორია მოთხოვნა და რამდენი უნდა შემოვიტანოთ საზღვარგარეთიდან“, - ამბობს ჰარუთუნ ფილოსიანი.

გადასაყრელად გამზადებული კარტოფილის გორებს ნინოწმინდასა და ახალქალაქში, ყველა სოფელში შეხვდებით. ტონობით ბოსტნეული, რომლის ნათესებსაც ფერმერები მთელი წელი უვლიან და არცთუ ცოტა თანხას ხარჯავენ, ახლა ნაგავსაყრელზე ყრია. ერთ ჰექტარზე კარტოფილის მოყვანა საშუალოდ, 9 000 ლარამდე ჯდება. ამ თანხიდან დაახლოებით, 30% სათესლე მასალას მიაქვს, 40% მუშახელს, 30% კი ტექნიკასა და პესტიციდებს.

ჯავახეთში ამბობენ, რომ კარტოფილის ფასი შემოდგომიდანვე დაბალი იყო - კილოგრამი ბოსტნეული 50-60 თეთრად, ისიც მცირე რაოდენობით გაყიდეს. ამ შემოსავალმა ხარჯი ვერ დაფარა.

„დიდი კარტოფილი 50 თეთრად გავყიდე, სათესლე საერთოდ არ გაიყიდა და დალპა. შვიდი ტონა მაინც დამრჩა, კლიენტი საერთოდ არ იყო. ახლა უნდა დავტვირთო სატვირთო მანქანაზე და გადავყარო ნაგავსაყრელზე. ზარალი ბევრია, სასუქი, წყალი, ტრაქტორი - ყველაფერს ფული უნდა. წელს ახალი თესლი ვიყიდე, 30 მეასედზე დავთესე“, - ამბობს ვლადიმერ კაზარიანი.

გაზაფხულზე ფერმერებს ხელში საბანკო ვალდებულებები და ტონობით კარტოფილი შერჩათ, რომლის გაყიდვასაც ვერ ახერხებდნენ. მის გამო, წელს ადგილობრივების ნაწილმა მიწის დამუშავებაზე უარი თქვა.

„წელს ვეღარ დავთესეთ, ამიტომ მიწა სხვას მივაქირავე. აზრი არ ჰქონდა ისევ კარტოფილის დათესვას“, - გვითხრა რიფსიკ კაზარიანმა და დასაწყობებული მოსავალი - ათ ტონამდე კარტოფილი გვანახა, რომელიც უკვე ლპება.

ფერმერებს მოსავლის რეალიზაცია უჭირთ, არადა მეკარტოფილეობა სამცხე-ჯავახეთში მოსახლეობის შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყაროა. სოფლის მეურნეობის სპეციალისტები ამბობენ, რომ მთავარი მიზეზი გაზრდილი იმპორტია. მათი თქმით, იმპორტიორ ქვეყნებში ფერმერებს ხელისუფლება სუბსიდირების პროგრამებით ეხმარება, ამიტომ იმპორტირებული კარტოფილი ქართულ წარმოებასთან შედარებით იაფია.

„შემოდგომით, როცა ადგილობრივი კარტოფილი ღირდა 70 თეთრი, ბელორუსიიდან და რუსეთიდან შემოტანილის ფასი 44-54 თეთრი იყო. ბევრმა იმპორტიორმა ამ ფასში შეიძინა და დაასაწყობა, ელოდებოდა როდის გაძვირდებოდა. მაგრამ მათაც დიდად ვერ იხეირეს, რადგან შემდეგ ღირებულება ისევ დაეცა და სასურველ ფასად ვერ გაყიდეს. თბილისში, სუპერმარკეტებში კი ღირდა 1.20 თეთრი, მაგრამ დანაკარგი და საკომისიოები რომ გადათვალო, დიდი მოგება ვერ ნახეს“, - გვიხსნის ასოციაცია „ახალქალაქის კარტოფილის“ გამგეობის თავმჯდომარე მახარე მაცუკატოვი.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჯავახეთში ადგილობრივი წარმოების კარტოფილის რეალიზაცია კიდევ უფრო გართულდა. ამის მიზეზად რუსეთიდან და ბელარუსიდან კარტოფილის იმპორტს რამდენჯერმე გაზრდას ასახელებენ. ექსპორტიორთა ასოციაციაში ფიქრობენ, რომ ბოლო რამდენიმე წელია რუსეთი საქართველოს ბაზრის მონოპოლიას ცდილობს.

„რუსეთის მხრიდან გაზრდილი იმპორტი - ეს ეკონომიკური ექსპანსიაა. გვაძლევს იაფ პროდუქციას, ხორბალზეც ანალოგიური მდგომარეობაა. წალეკილია ქართული ბაზარი იაფფასიანი რუსული ხორბლით. ერთის მხრივ, კარგია იაფი ნედლეული, მაგრამ მეორეს მხრივ, ერთ დღეს რომ დაკეტოს რუსეთმა საზღვარი, დავრჩებით მშივრები. ადგილობრივი წარმოება არის პირველ ადგილზე და ამაზე უნდა ზრუნავდეს სახელმწიფო“, - ამბობს ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის პრეზიდენტი ვახტანგ ბეჟიტაშვილი. მისი აზრით, სახელმწიფო არ ზრუნავს საკუთარი ფერმერების და მეწარმეების დასაცავად.

„მაგალითად, თურქეთში კილოგრამ კარტოფილსაც ვერ შეიტან, რაც არ უნდა უმაღლესი ხარისხის იყოს. არავინ გაგაფუჭებინებს ადგილობრივი მოსავლის ფასს. როცა საქართველოში ყურძნის კრეფის დროა, იკეტება საზღვარი და ეს მისასალმებელია. როცა ქვეყანაში დიდი რაოდენობით გაქვს პროდუქტი, რომელ თავისუფალ ვაჭრობაზეა საუბარი? ვის უნდა ელაპარაკო თავისუფალ ბაზარზე - რუსეთს, ირანს და ბელარუსს? აბსურდია. მსოფლიოში ყველგანაა ეს პრაქტიკა, მაგალითად, საქართველოდან პოლონეთში გავაგზავნეთ ქლიავი, მაგრამ უკან გამოგვიბრუნეს, რადგან თვითონაც ბევრი ჰქონდათ. მთავარია სახელმწიფოს ნება, რომ ადგილობრივმა წარმოებამ ისუნთქოს და მოძლიერდეს“, - ამბობს ვახტანგ ბეჟიტაშვილი.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ბოლო შვიდი წლის განმავლობაში, საქართველოში ყველაზე მეტი კარტოფილი 2023 წელს შემოვიდა - 24 ათას ტონამდე მაშინ, როცა 2022 წელს ეს რიცხვი 11 ათასი იყო. იმპორტიორ ქვეყნებს შორის რუსეთი და ბელარუსი ლიდერობს. რაც შეეხება ექსპორტს - ის 4,4-ჯერ არის შემცირებული. თუ 2022 წელს საქართველოდან საზღვარგარეთ 23 650 ტონა კარტოფილი გაიტანეს, ეს ციფრი 2023 წელს 5 411 ტონამდე შემცირდა.

„რთულდება კარტოფილის რეალიზაცია და წლიდან წლამდე ვხედავთ, რომ უფრო და უფრო უარესდება. ბოლო ორი-სამი წელია კარტოფილის დიდი ნაწილი ნაგავსაყრელებზე ინაცვლებს. ჩვენი მოსავალი ბაზარზე იმპორტირებულს კონკურენციას ვერ უწევს თვითღირებულებიდან გამომდინარე. რამდენიმე ფაქტორის გამო, მექანიზაციაზე, ტექნოლოგიებზე, ირიგაციაზე, პესტიციდებისა და სასუქების ფასებზე, რომელიც ბოლო დროს ძალიან გაძვირდა. ფერმერების თავის ტკივილია მუშახელი, რომელიც ძალიან ძვირია და ფიზიკურადაც არ არის ის რაოდენობა, რაც სჭირდებათ“, - ამბობს ასოციაცია „ახალქალაქის კარტოფილის“ გამგეობის თავმჯდომარე მახარე მაცუკატოვი. მისი თქმით, ხელისუფლების რამდენიმე გადაწყვეტილება მოცემულ სიტუაციას მნიშვნელოვნად შეცვლის. მთავრობამ სამაცივრე მეურნეობები უნდა მოაწყოს და ძალოვანი უწყებებისთვის ბოსტნეული ქართველი ფერმერისგან იყიდოს, როგორიცაა თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტრო, პენიტენციური სამსახური. უწყებები ჯარისკაცებისა და პატიმრების გამოსაკვებად ძირითადად, იმპორტირებულ პროდუქციას ყიდულობენ.

მახარე მაცუკატოვი 2006 წლიდან საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად ან დამოუკიდებლად ცდილობს იმ გამოწვევების შესწავლას, რომლის წინაშეც მეკარტოფილე ფერმერები დგანან. 2023 წელს საქართველოს გაეროს ასოციაციისა და USAID-ის მხარდაჭერით კარტოფილის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი მომზადდა, რომლის ფარგლებშიც შეისწავლეს კარტოფილის წარმოება და საშუალო მოსავლიანობა სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში.

კვლევის მიხედვით, კვლავ გამოწვევად რჩება სათესლე მასალის სერტიფიცირება, გაუმართავი სარწყავი სისტემები, შეზღუდული წვდომა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკასა და აღჭურვილობაზე, სასუქებისა და პესტიციდების დაბალი ხარისხი და მაღალი ფასი, ადამიანური რესურსის ნაკლებობა მიგრაციის მაღალი მაჩვენებლის ფონზე. კვლევაში ვკითხულობთ, რომ რეგიონებში სამაცივრე მეურნეობების არასაკმარისი რაოდენობაა და არ ფუნქციონირებს გადამამუშავებელი საწარმოები.

„სასაწყობე მეურნეობები არ გვაქვს, სადაც ფერმერები ნორმალურად შეინახავენ ბოსტნეულს. გაზაფხულზე, როგორც კი საწყობში ტემპერატურა 10 გრადუსზე მაღლა ადის, კარტოფილი ვეღარ ინახება, ხარისხს კარგავს, ამიტომ სუპერმარკეტები და მომხმარებლები აღარ ყიდულობენ. ამის გამო, ფერმერები იძულებული არიან ან შემოდგომითვე იაფად გაყიდონ, ან გადაყარონ. ამ ბოლოს, ბევრი ცდილობს გაუყიდავი კარტოფილი ისევ მიწაში ჩათესოს, იქნებ ამჯერად მაინც ნახოს ხეირი, თუმცა ეს ძალიან ცუდი პრაქტიკაა. თუ ფერმერი ფინანსურად მზად არ არის, რომ ისევ დაახარჯოს ნათესს, სასუქი მიაწოდოს, მორწყოს, ისევ იმავეს მიიღებს. ამის გამო, ჩვენთან ერთ ჰექტარზე მოწეული მოსავლის საშუალო რაოდენობა ძალიან დაბალია - 17 ტონა, რაც სასაცილოა. საქართველოს რეალობიდან გამომდინარე, ფერმერმა საშუალოდ, 30 ტონა მაინც უნდა მიიღოს. მეკარტოფილე მოგებაზე მხოლოდ ამ შემთხვევაში გადის“, - გვიხსნის მახარე მაცუკატოვი. ის ამბობს, რომ პრობლემა ბოლო შვიდი წელია სულ უფრო ღრმავდება, ამიტომ ხელისუფლებას აქამდე უნდა შეესწავლა ვითარება და ფერმერებთან კონსულტაციები გაემართა.

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრებს შორის ორი სამცხე-ჯავახეთიდანაა. სამველ მანუკიანი - მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატი ახალქალაქი-ნინოწმინდიდან და სუმბატ კიურეღიანი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში „ქართული ოცნების“ პარტიული სიით მოხვდა. პარლამენტის წევრებს ვკითხეთ, ხომ არ იმსჯელეს ფერმერების ყოველწლიურ პრობლემაზე აგრარულ საკითხთა კომიტეტზე. სუმბატ კიურეღიანი, რომელიც მსხვილი მიწათმფლობელია და მისი ოჯახი ჯავახეთში დაახლოებით, 3 800 000 კვ.მ. ფართობს ფლობს, შექმნილ ვითარებაზე სრულ პასუხისმგებლობას ფერმერებს აკისრებს.

„პირველ რიგში, ფერმერის ბრალია, დროულად უნდა გაყიდონ მოსავალი, აქ სახელმწიფოს ბრალი არ არის. ჩვენ თავისუფალი საბაზრო ურთიერთობა გვაქვს, ეს არის ბიზნესი. შარშან მოსავალი ძალიან ბევრი იყო, დაახლოებით, 500 ჰექტარზე, ამიტომ დროულად ვერ გაყიდეს. ჩვენთან ეგეთი ჩვევაა, ელოდებიან რომ მერე ძვირად გაყიდონ, არადა რომ ამოიღებ, მაშინვე უნდა გაყიდო. ბიზნესის ინტერესებიდან გამომდინარე”, - გვითხრა სუმბატ კიურეღიანმა, რომელიც ამბობს, რომ აგრარულ საკითხთა კომიტეტი მხოლოდ იმ კულტურების განხილვით არის დაკავებული, სადაც მოსავლიანობა ყველაზე მაღალია.

მიუხედავად იმისა, რომ გაფუჭებული კარტოფილი თითქმის, ყველა სოფლის განაპირას ყრია, დეპუტატ სამველ მანუკიანს არ სჯერა, რომ ფერმერებმა ტონობით ბოსტნეული გადაყარეს.

„კარგი კარტოფილი, რაც ჰქონდა მოსახლეობას, გაიყიდა კარგ ფასად, ორ ლარად, ხოლო ნაგავი, რა თქმა უნდა, არ გაიყიდებოდა. არც ერთმა ფერმერმა არ დაკარგა არც ერთი კგ. კარტოფილი, დაკარგეს მათ, ვინც არასწორად იზრუნა მოსავალზე, მაგრამ ეს იყო ძალიან ცოტა რაოდენობა. მე ისეთ ხალხს არ ვიცნობ, ვინც ტონობით გადაყარა, სიტუაცია არც თუ ისე სატირალია”, - გვითხრა სამველ მანუკიანმა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, 2023 წელს კარტოფილის ნათესმა ფართობმა საქართველოში 16.0 ათასი ჰექტარი შეადგინა. ფართობის 54%, 8.7 ათასი ჰექტარი სამცხე-ჯავახეთის რეგიონზე მოდის. უწყების ინფორმაციით, წარმოება წელიწადში 100-129 ათასი ტონის ფარგლებში მერყეობს.

რაც შეეხება რეალიზაციის პრობლემებს და ნაგავსაყრელზე გადაყრილ კარტოფილს - სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურმა წერილობით გვიპასუხა, რომ ადგილობრივ ბაზარზე კარტოფილის რეალიზების პრობლემა დაბალხარისხიანმა მოსავალმა განაპირობა, რასაც თავის მხრივ, გარემო პირობები, არასერტიფიცირებული თესლი და სასაწყობე მეურნეობების არარსებობა იწვევს.

„საქართველოში კარტოფილის მწარმოებელი ფერმერების უმრავლესობა არ იყენებს თესლბრუნვას და ჩაბმულია წარმოების მონოკულტურულ სისტემაში. შესაბამისად საწარმოო რეგიონებში (განსაკუთრებით სამცხე-ჯავახეთში) ნიადაგი არის დაბინძურებული სხვადასხვა დაავადებებით და ვირუსებით, რომლების უმრავლესობის კონტროლი პესტიციდებით შეუძლებელია ან ძალიან რთული და მაღალ ხარჯებთანაა დაკავშირებული, შესაბამისად მცირდება, როგორც მოსავლიანობა, ასევე მოსავლის ხარისხი. ეს უკანასკნელი კი იწვევს კარტოფილის შენახვის პერიოდის შემცირებას. ამას ემატება სექტორში არსებული გამოწვევა ხარისხიანი თესლის სიმცირესთან დაკავშირებით, ვინაიდან ფერმერთა უმეტესობა თესლად მოიხმარს ადგილზე წარმოებულ კარტოფილს, რომელიც დაბინძურებულია ვირუსებით და დაავადებით, შესაბამისად არ ხდება ამ თესლის სერტიფიცირება,“ - წერია სამინისტროს პასუხში.

უწყება კარტოფილის მწარმოებელ ფერმერებს სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობას სთავაზობს, როგორიცაა შეღავათიანი აგროკრედიტი, აგროდაზღვევა, მოსავლის ამღები და მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამები, ბიოწარმოების ხელშეწყობის და ტექნიკური დახმარების პროგრამა. სამინისტრო წერილში არაფერს ამბობს, რა გეგმა აქვს უწყებას ბოლო წლებში, სამცხე-ჯავახეთში შექმნილ რთულ ვითარებაზე.
Facebook Twitter
ამინდი
ახალციხე 11 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 10 °C
img
ადიგენი 20 °C
img
ბორჯომი 13 °C
img
თბილისი 17 °C
img
აბასთუმანი 8 °C
img
ბაკურიანი 9 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.0508
EUR
EUR
1
3.0480
RUB
RUB
100
2.9399
TRY
TRY
1
0.0799
USD
USD
1
2.7297
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink al dizi film izle film izle yabancı dizi izle fethiye escort bayan escort - vip elit escort erotik film izle hack forum türk ifşa the prepared organik hit iqosiqosomegle live+18 filmtürk pornoporno sexporno izlesıcak sohbetzbahisSahabetPARIBAHISvozol star 20000paribahisbetturkeystarzbetSahabet TwitterMarsbahis girişTubo Pornô GrátisPelículas de SexoPorn TubeDeneme Bonusu Veren SitelerSahabetvozol 20000betivobonus veren casino sitesihttps://w88fm.top/grandpashabetفيديوهات سكسافلام سكسpusulabetpusulabetbetturkeybetturkeykıbrıs turlarızeta libraryspot lambazbahisbetbababetbababahsegel girişmobilbahis casinopusulabetperabetxslotduelbits son girişmobilbahismarsbahisMarsbahisCasibomHoliganbetcasinomaxiayvalık zeytinyağıTipobet365 Girişسكس افلامسكس اسودbetebetvozol 20000bahis siteleriGrandpashabetMatbet girişbahis sitelerixslotpendik escortyetişkin filmlerşarjlı vidalamaVulranra Yeni Markalarmatbetşarjlı matkappijama takımıpijamadarbeli matkapJojobetlink vao w88 moi nhatmostbet girişdeneme bonusu veren sitelerbahis sitelericasibomimajbet girişmarsbahismarsbahiscasinomaxicasinomaximobilbahisbahiscombahis siteleribahis sitelerimegabahisSuperbahisbetgitcasinolevantsupertotobetbahsegelnakitbahiscasinolevantCasibom girişjojobetkingroyaljojobetimajbetjojobetultrabetultrabetaresbetbahis siteleribahis siteleriJojobet güncel girişbetgarbetgitby casinomaltcasinomaltcasino girişmaltcasinocasibom güncel girişonwinonwin girişcratosroyalbetbankobetetabetcasinolevantcasinolevantsuperbetinmobilbahiscasibom güncelbetsatcasibomMatbetSahabetOnwinMeritkingBahsegelTipobetTarafbetVdcasinoMariobetBetebetPusulabetUltrabetdeneme bonusu veren sitelerpusulabetpusulabetpusulabetpusulabetpusulabetpusulabetpusulabetpusulabetpusulabetpusulabetpusulabetpusulabetpusulabetpusulabetpusulabetpusulabetultrabetbahis siteleribahis sitelericasibom güncel girişmarsbahismatbetmatbetholiganbetholiganbetsekabetyouwinbetmarinomavibetmilanobetsultanbetgoldenbahisbetsmovebetparkparibahisimajbetcasinolevantBetriyalsahabetultrabetCasinoplus girişMatbetrokubet girişmobilbahisrokubet girişimajbetmatbetsahabetsahabetslot siteleribahiscomjojobet mobil girişcasibomcasibomklasbahiscasibom girişJojobetbetkanyonbahis siteleribahis siteleribahis siteleriHoliganbetbahis sitelerisweet bonanzajojobet girişmeritkingbahis siteleribahis siteleriMostbetvirabet girişvirabet giriÅŸbahis sitelerifixbet girişmatadorbet giriştipobet girişonwin girişstarzbet girişbetmatik girişfixbet girişmatadorbet giriştipobet girişonwin girişstarzbet girişbetmatik girişfixbet girişmatadorbet giriştipobet girişonwin girişstarzbet girişbetmatik girişmarsbahismobilbahissarmaş dolaşcasibomextrabetnakitbahismariobet girişCasibomLimanbetbahis siteleriimajbetbahis siteleribahis siteleribahis sitelerifixbet girişmatadorbet girişbetmatik girişxslot girişbetpublic girişfixbet girişmatadorbet girişbetmatik girişxslot girişbetpublic girişfixbet girişhermesbetmatadorbet girişcasibom girişnude aibetebetDenizli evden eve nakliyatonwin giriştipobet girişbycasino girişstarzbet girişbetturkey girişzbahis girişbetmatik girişsüpertotobet girişbetkom giriştarafbet girişbahiscom girişmariobet girişbankobet girişonwin giriştipobet girişbycasino girişstarzbet girişbetturkey girişzbahis girişbetmatik girişsüpertotobet girişbetkom giriştarafbetbahiscom girişromabethd film cehennemihdfilmcehennemivirabetmeritking 1134https://www.elektronikesigaraal.com/bets10Extrabet girişbahiscasinoikimislimeritkingmariobetBetrupi GirişbetistultrabetBetist güncel girişBetist güncel girişBetist güncel girişBetist güncel girişBetist girişBetist girişBetist girişBetist girişBetist girişBetistcasibommarsbahis twittermarsbahis girişhot dogs deliverysüpertotobetcasibomjojobetGrandpashabet casibom girişcasibom girişprodaja autacasibomjojobet 948 com girişsupertotobetsupertotobetBetciopadişahbetmarsbahis güncel tarafbetbetturkeyjojobetbetkombetkomextrabet girişbetciokadıköy escortZbahisBuy Weed Online in Canadaradabetfixbetsupertotobetmarsbahismarsbahisbetpipo girişbetturkeycasinolevantgüncel giriş sayfalarıcasibomsosabetBetciobetciocasinolevantcasinolevanthiltonbetcasibomBycasinocasibom girişmarsbahisblackjack sitelerijojobet girişlunabetimajbetnakitbahissahabetonwintipobetholiganbetsekabetmeritkingodeonbetbetebetonwinmeritbetnakitbahisvaycasinobetboobetsatmeritkingmrcasinobetboobetmoonbetperjojobetmatbetbetkanyonartemisbetsophie rain leakjojobetsekabetultrabetodeonbetkalebetngsbahisdinamobetcratosslotelexbetbahigobetkanyonbetcupsafirbethiltonbetnakitbahiskralbetmarsbahisJojobetCasibomcasibomdeneme bonusu veren casino sitelerideneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelergrandpashabetbets10dumanbetimajbetbahsegelonwin girişSupertotobetsüpertotobetmatadorbetXslotXslotpradabetholiganbet casinomedyumCasibomBETS10BETS10BETS10BETS10MatadorbetMatadorbetMatadorbetCasibomCasibommarsbahissahabet girişSlot siteleristars arenaZlotBaywinTipobetSahabetmatadorbettarafbetTarafbetbahis casino bonus veren sitelerskyloftsbetmaydonoz sivaskingroyalkingroyalnoktabetkingbettingmaksibet hiltonbetroyalbetkingbettingceltabetbets10 girişnakitbahisbets10 güncel girişmobilbahisnakitbahispusulabetbetkanyonpusulabetparibahisbetkanyonparibahisonwinonwinbettiltbettiltbetmatikbetmatikbetgarantibetgarantibaywinbetebetbaywinbetebetnakitbahisnakitbahismatadorbetmatadorbetmarsbahismarsbahisdinamobetdinamobetmarsbahismarsbahisjojobetjojobetTEST16tarafbetsesbetsahabetholiganbet güncel girişjojobet güncel girişmarsbahissekabetmatbetimajbetmilanobetdumanbetmeritkingJojobetlimanbetmarsbahismarsbahismarsbahiscasibomsetrabet girişmatbetgooglebetciobetcioultrabetbetewinklima servisiMeritkingmatadorbetmatadorbetmatadorbet twitterbaywinOnwinbetvoleOnwinmarsbahismatbetjojobetholiganbetsekabetonwinDeneme Bonusu Veren Sitelereskişehir vaillant servisiDeneme Bonusu Veren Siteler