ასპინძაში მიწის სისტემური რეგისტრაცია დასრულდა
მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესი 14 მაღალმთიან ადმინისტრაციულ ერთეულში დასრულდა. ასპინძასთან ერთად რეგისტრაცია დასრულდა ხულო, ბაღდათი, ტყიბული, მესტია, საგარეჯო, სიღნაღი, კასპი, ხაშური, დუშეთი, თიანეთი, ბოლნისი, ამბროლაურსა და ლენტეხში.
30 მაღალმთიან ადმინისტრაციულ ერთეულში მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესი კვლავაც მიმდინარეობს, ამ ოცდაათიდან 14-ში კი საველე საკადასტრო სამუშაოები უკვე დასრულებულია.
შეგახსენებთ, ივნისის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში რეგისტრირებულია 768 650 მიწის ნაკვეთი, რომელთა ჯამურმა ფართობმა 487 763 ჰა შეადგინა. საანგარიშო პერიოდში რეგისტრაციის ფარგლებში აზომილია 1 095 170 მიწის ნაკვეთი, რომლის ჯამური ფართობიც 563 392 ჰა-ს შეადგენს.