მეტყევეები პროფესიულ დღეს აღნიშნავენ
საქართველოში მეტყევეს პროფესიული დღე აღინიშნება. თარიღთან დაკავშირებით, დღეს საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ღონისძიება გაიმართა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მეტყევეებს პროფესიული დღე მიულოცა და სატყეო სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. ღონისძიებაზე გამოვლინდა წლის წარმატებული მეტყევეებიც, რომლებსაც განსაკუთრებულად რთული და რისკის შემცველი საქმიანობისთვის ჯილდოები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. ღონისძიებაზე ვიდეორგოლის „მე მეტყევე ვარ“ პრეზენტაცია გაიმართა.
მეტყევეს დღე 1999 წელს დაარსდა.