რამდენი ბენეფიციარი სარგებლობს აგროდაზღვევით
2014 წლიდან 2024 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, „აგროდაზღვევის პროგრამის“ ფარგლებში ჯამში 69 575-მა ბენეფიციარმა ისარგებლა.
ამის შესახებ აღნიშნულია „ბიზნესპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ „სოფლის განვითარების სააგენტოს“ მიერ მოწოდებული ინფორმაციაში.
სააგენტოს ცნობით, ამავე პერიოდში ჯამურად დაზღვეულმა მიწის ფართობმა 172 086 ჰექტარი, დაზღვეული მოსავლის ღირებულებამ კი 1.528 მლრდ ლარს გადააჭარბა.
ამასთანავე, გასულ წელს აგროდაზღვევით სარგებლობდა 7 709 პირი. რაც შეეხება მიმდინარე წელს, 2024 წლის 8 თვეში დაზღვევა ჰქონდა 7 776 ბენეფიციარს, საიდანაც 4 093 ახალი ბენეფიციარი იყო (ისეთი, რომელიც დაზღვეული არ ყოფილა 2023 წელს).
აღსანიშნავია ისიც, რომ 2024 წლის იანვარ-აგვისტოში სადაზღვევო პოლისების პრემიის ოდენობამ 19 753 151 ლარი შეადგინა.