ბორჯომსა და იაპონიის ქალაქ ნისეკოს დამეგობრებას საფუძველი ჩაეყარა. ბორჯომს იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსა და ჰოკაიდოს წარმომადგენლები ესტუმრნენ.
„რეგიონის განვითარება, სოფლის მეურნეობის და ტურიზმის კომბინირებით“, ასე ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებშიც გაცვლითი ვიზიტები 2015 წლიდან ხორციელდება.
პროგრამა ადამიანური რესურსების განვითარებას, ტექნიკურ დახმარებას და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას გულისხმობს.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ნოემბერში იაპონიაში სასწავლო ტური იგეგმება.
წყარო: ტელეკომპანია “ბორჯომი”.