SSSS
Obfuscated Ads Example Special Offer Exclusive Deal
სოფლის მეურნეობა
"სოფელმა დაკარგა თავისი ეკონომიკური ფუნქცია" - სოსო არჩვაძე
ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა დაახლოებით 22 300-ით შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, თუ 2014 წლისთვის მოსახლეობის რაოდენობა 3.71 მილიონს აჭარბებდა, 2024 წლის მდგომარეობით 3.69 მილიონი იყო. მოსახლეობის აღნიშნული რაოდენობა გაიანგარიშება ბუნებრივი მატებისა და გარე მიგრაციის გათვალისწინებით. საქართველოში მოსახლეობის აღწერა 2024 წელს დაიწყო და განახლებული შედეგები მიმდინარე წელს ეტაპობრივად გამოქვეყნდება.

სფეროს ექსპერტები ხშირად საუბრობენ იმის შესახებ, რომ სოფლად მცხოვრები მოქალაქეები სულ უფრო ხშირად ტოვებენ საცხოვრებელს და დიდ ურბანულ ცენტრებში ან ემიგრაციაში მიდიან. საქსტატის ბოლო მონაცემებიც ცხადყოფს, რომ ბოლო ათ წელში მნიშვნელოვნად გაიზარდა ქალაქში მცხოვრებთა რიცხვი, სოფლად მცხოვრებთა რაოდენობა კი მცირდება. მაგალითისთვის, ქალაქის მოსახლეობის რიცხვი ათ წელში 133 ათასით გაიზარდა, სოფლად მცხოვრებთა რიცხვი კი 155 ათასით შემცირდა. უფრო კონკრეტულად, 2014 წელს სოფლებში 1.59 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა, 2024 წლისთვის კი რაოდენობა 1.44 მილიონამდე შემცირდა. ათი წლის წინ ქალაქში მცხოვრებთა რიცხვი 2.12 მილიონს აჭარბებდა, 2024 წლისთვის კი რაოდენობა 2.25 მილიონამდე გაიზარდა.

ეკონომისტი და სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე აცხადებს, რომ სოფლად მცხოვრები ადამიანების რაოდენობის შემცირება გამოწვეულია როგორც შობადობის კლებით, ასევე გაზრდილი ემიგრაციის მაჩვენებლით.

„აღწერათაშორის პერიოდში 2002 -2014 წლამდე სოფლის მოსახლეობა დაახლოებით ¼-ით შემცირდა. ბევრ სოფელში შრომისუნარიანი ადამიანი აღარ არის დარჩენილი. მათი რაოდენობის შემცირება რამდენიმე მიზეზის გამო მოხდა: შობადობის შემცირება, ასევე, მიგრაცია ურბანულ მსხვილ ქალაქებში ან უცხოეთში. ფაქტობრივად, სოფელმა დაკარგა თავისი ეკონომიკური და დემოგრაფიული ფუნქცია. ბავშვების რაოდენობაც აღარ არის დიდი სოფლებში, ზოგიერთ კლასში 1-2 ბავშვია“, - აღნიშნავს არჩვაძე.

ეკონომისტის თქმით, საქართველოს სოფლის მეურნეობა ეკონომიკის ყველაზე სუსტი რგოლია. როგორც არჩვაძე ამბობს, უნდა შეიქმნას მოტივაცია, რომ ახალგაზრდა სოფელს დაუბრუნდეს.

სოფლის მეურნეობა რჩება ეკონომიკის ყველაზე სუსტ რგოლად. მეტსაც გეტყვით, შარშან მაგალითად, საქართველოში შემოვიტანეთ 2.2 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აგრო-სასურსათო პროდუქცია, რაც თავისი ღირებულებით იმაზე მეტია, ვიდრე ჩვენ ვაწარმოებთ ადგილზე. მართალია ექსპორტიც გავზარდეთ, მაგრამ სალდო ექსპორტსა და იმპორტს შორის ნარჩუნდება ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობით.

ჩვენ გვჭირდება მეტი მოტივაცია, რომ ახალგაზრდა თაობამ პირი იბრუნოს სოფლისკენ. საჭიროა მეტი სტიმული, რათა სოფელმა დაიბრუნოს თავისი ეკონომიკური, დემოგრაფიული და სოციალური ფუნქცია, მთიან რეგიონებში კი თავდაცვითი ფუნქცია ისე, როგორც მას ჰქონდა რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს ანექსიამდე“,
- განაცხადა სოსო არჩვაძემ.
Facebook Twitter
კვირის პოპულარული
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 6 °C
img
ბაკურიანი 5 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
კალენდარი
«« იანვარი  »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink marsbahishttps://12betno1.help/먹튀위크seks filmleriSavabet girişAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025www.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftcasibom güncel girişfree live tv streamingบาคาร่าสล็อตเว็บตรงสล็อตAI 검사기tipobetbetigma girişnakitbahistürk ifşa킹콩티비kayseri escort스마일퀄리티lunabetjojobethuqqabetสล็อตเว็บตรงmatbetสล็อตBetigmahttps://www.teestaurja.com/holiganbetSahabetumzugsfirma wienmatbethttps://vozolturkiyedistributoru.com/collections/tereacasibom9057Casibomdizipalkulisbetkulisbetkulisbetkulisbetmarsbahisjojobetmarsbahisgoogle hit botuHoliganbetcasibomholiganbetgiftcardmall/mygiftbetlike girişkingbet188 slotligobet güncel girişdeneme bonusu veren sitelerвсе казиноcasibom1xbet girişcratosroyalbetcasibomHoliganbetbets10sekabet girişmatbetExtrabetjojobet girişjojobet girişiptvjojobetmarsbahispaşacasinocasibombets10jojobetjojobetmeritkingvdcasinosahabetcratosroyalbetjokerbetsekabetHoliganbetmagic mushroomscratosroyalbetcanlı maç izlebetasus girişjojobet girişStreameastkiralık hackercasibomcasibomcasibom girişcasibommarsbahismp3juiceTv96, Tv96 Live, 96TV, TV 96, Streaming, Links, Football English tvcasibomcasibombetsatholiganbetsahabetligobetholiganbetjojobetpusulabetholiganbetholiganbetdeneme bonusu veren yeni sitelerholiganbetcasibomdeneme bonusu veren sitelermarsbahisivermectinmatbetcasibom girişлучшие казинолучшие казиноcasibom girişonwincasibom giriş1xbetmatadorbetiptv testcasinolevantmatbetpusulabetjojobetret casinodeneme bonusu veren siteler 2026Streameastslot gacorTotalsportekholiganbetjojobetbonisabetikimisli