ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელს ახალი
თანაშემწე ჰყავს, ბესიკ ბლიაძემ სოფლის მეურნეობის დარგში, ბიძინა
გოგოლაძე დღეს გამგეობის თათბირზე ოფიციალურად წარადგინა.
“მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის ახალი ცენტრი შეიქმნა, სადაც
გამგეობის სპეციალისტები გადავიდნენ. ამიტომ,
გამგეობასა და სოფლის მეურნეობას შორის ამ დარგში ზედამხედველის
როლს მე შევასრულებ “ –განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ბიძინა
გოგოლაძემ. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის ახალი თანაშემწე
სოფელ წნისში ცხოვრობს. ბიძინა გოგოლაძემ ახალციხის პირველი
საჯარო სკოლა დაამთავრა. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს,
თბილისის სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტში, სოფლის–მეურნეობის
სპეციალობით. ინსტიტუტის დასრულების შემდეგ კი მეფრინველეობის
ფაბრიკაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. ახალიციხის
მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწედ დანიშვნამდე ბიძინა გოგოლაძე
სოფლის მეურნეობის სფეროში მეწარმეობით იყო დაკავებული.

ახალციხის
მუნიციპალიტეტის გამგებელს ახალი თანაშემწე ჰყავს, ბესიკ ბლიაძემ
სოფლის მეურნეობის დარგში, ბიძინა გოგოლაძე დღეს გამგეობის თათბირზე
ოფიციალურად წარადგინა.
“მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის ახალი ცენტრი
შეიქმნა, სადაც გამგეობის სპეციალისტები გადავიდნენ.
ამიტომ, გამგეობასა და სოფლის მეურნეობას შორის ამ დარგში
ზედამხედველის როლს მე შევასრულებ “ –განაცხადა
ჟურნალისტებთან საუბრისას ბიძინა გოგოლაძემ.
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის ახალი თანაშემწე სოფელ წნისში
ცხოვრობს. ბიძინა გოგოლაძემ ახალციხის პირველი საჯარო სკოლა
დაამთავრა. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს, თბილისის
სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტში, სოფლის–მეურნეობის სპეციალობით.
ინსტიტუტის დასრულების შემდეგ კი მეფრინველეობის ფაბრიკაში სხვადასხვა
თანამდებობაზე მუშაობდა.
ახალიციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწედ დანიშვნამდე
ბიძინა გოგოლაძე სოფლის მეურნეობის სფეროში მეწარმეობით იყო
დაკავებული.
