ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდრიაწმიდაში, მსხვილფეხა
რქოსან პირუტყვში სავარაუდო დაავადება “თურქულია” გავრცელებული
– ამის შესახებ ცნობილი ახალციხის ადმინისტრაციულ შენობაში დღევნდელ
თათბირზე გახდა ცნობილი. ანდრიაწმინდის ტერიტორიული ორგანოს
რწმუნებულის თქმით, დაავადება ჯერ ლაბორატორიულად დადასტურებული არ
არის. ნიკოლოზ ტაბატაძემ ახალციხის გამგეობის პირველი
პირებისაგან “თურქულის” საწინააღმდეგო ვაქცინაციის დროული
ჩატარება ითხოვა.
„ანდრიაწმინდაში “თურქულზე” აცრები ჯერ არ ჩატარებულა. დღეს, მე ვთხოვე ხელმძღვანელ პირებს, დაავადების მასიურ გავრცელებამდე დროული რეაგირება მოახდინონ“ – ამბობს ანდრიაწმინდის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული.
ნიკოლოზ ტაბატაძის თქმით, მას აღნიშნულის შესახებ, მოსახლეობამ აცნობა. მათი ვარაუდით, ამ დროისათვის დაავადება სოფელში 10–მდე მსხვილფეხა პირუტყვს აქვს.
სახელმწიფო პროგრამით “თურქულზე” აცრები, სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით 7 ივნისიდან დაიწყო და ამდრომდე მიმდინარეობს.
|