სოფელ წირასთან ნაპოვნ ძროხას დაავადება “ჯილეხი” არ აღმოაჩნდა.
ტყავის ფრაგმენტს, რომელიც სურსათის ეროვნული
სააგენტოს სამცხე–ჯავახეთის სამმართველოს სპეციალისტებმა
ახალციხის ზონალურ–დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში ჩააბარეს, ანალიზი
“ჯილეხზე ” ჩაუტარდა. სამმართველოს თანამშრომელთა განმარტებით,
ძროხა იმდენად იყო გახრწნილი, ტყავის ფრაგმენტის გარდა სხვა
საანალიზე მასალის აღება ვერ მოხერხდა. აღნიშნული მასალით კი
მხოლოდ “ჯილეხის” დადგენაა შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ
ადგილობრივმა მოსახლეობამ სოფელ წირასთან დაცემული პირუტყვი 12 ივნისს
იპოვა. რეგიონული სამსახურის თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე
იმ დღესვე გავიდნენ. სპეციალისტებმა სინჯი აიღეს, ძროხა დამარხეს და
მიმდებარე ტერიტორია სპეციალური ხსნარით დაამუშავეს.
სოფელ წირასთან
ნაპოვნ ძროხას დაავადება “ჯილეხი” არ აღმოაჩნდა. ტყავის ფრაგმენტს,
რომელიც სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე–ჯავახეთის
სამმართველოს სპეციალისტებმა ახალციხის ზონალურ–დიაგნოსტიკურ
ლაბორატორიაში ჩააბარეს, ანალიზი “ჯილეხზე ” ჩაუტარდა.
სამმართველოს თანამშრომელთა განმარტებით, ძროხა
იმდენად იყო გახრწნილი, ტყავის ფრაგმენტის გარდა სხვა საანალიზე
მასალის აღება ვერ მოხერხდა. აღნიშნული მასალით კი მხოლოდ
“ჯილეხის” დადგენაა შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ სოფელ წირასთან
დაცემული პირუტყვი 12 ივნისს იპოვა. რეგიონული სამსახურის
თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე იმ დღესვე გავიდნენ. სპეციალისტებმა
სინჯი აიღეს, ძროხა დამარხეს და მიმდებარე ტერიტორია სპეციალური
ხსნარით დაამუშავეს.