სოფელ ანში პირუტყვს ბრუცელოზზე ანალიზი ჩაუტარდება. ამის შესახებ
ცნობილი დღეს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის თათბირზე გახდა.
მდგომარეობის შესასწავლად სოფელში სურსათის უვნებლობისა და
ვეტერინარიის სამსახურის თანამშრომლები მივლენ. ისინი პირუტყვის
სისხლის ანალიზს აიღებენ. იმისათვის, რომ გაირკვეს დაავადებულია თუ
არა სოფელში ცხოველთა უმრავლესობა, სინჯები ახალციხის ეპიდეიოლოგიურ
სამსახურს გადაეგზავნება.
გამგეობაში აღნიშნავენ, რომ აქ ერთი სინჯის გაკეთება 5 ლარი ღირს,
აღნიშნულ თნხას კი ადგილობრივი თვითმმართველობა დაფარავს.
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანში დაავადება ლაბორატორიულად სამ
ძროხას დაუფიქსირდა. მოსახლეობა ეჭვობს, რომ ინფექცია სხვა საქონელსაც
გადაედო.
სპეციალისტების განმარტებით ბრუცელოზი ქრონიკული ინფექციური
დაავადებაა, რომელიც საშიშია როგორც ცხოველებისათვის, ასევე
ადამიანებისათვის. დამოუკიდებელი მიკროორგანიზმები ღორს, მსხვილფეხა
რქოსან და წვრილფეხა პირუტყვს აავადებენ.
როგორც ანის მაცხოვრებლოები იხსენებენ, ბრუცელოზის შემთხვევა გასულ
წელსაც დაფიქსირდა. ეჭვობენ, რომ ინფექციის კერა შემორჩენილი იყო.
ადგილობრივების თქმით, მაშინ დაავადების გავრცელებას მასშტაბური
ხასიათი არ ჰქონია. ისინი დროულ ვაქცინაციას ითხოვენ.
ვრცელდება თუ არა დაავადება სოფელში ეტაპობრივად ეს ცნობილი მომავალ
კვირას გახდება. მანამდე კი სოფლიდან გამოტანილი ხორცი და რძის
პროდუქტები რეგულარულად შემოწმდება.