ახალციხის მუნიციპალიტეტის ხუთ სოფელში – ჭაჭარაქში, მინაძეში, ურაველში, მუსხსა და წყორძაში, მზის ენერგიაზე მომუშავე სამ–სამი საშრობი მოეწყობა.
მასში ხილის, ბოსტნეულისა და მწვანილების გამოშრობა იქნება შესაძლებელი.
პროექტის პრეზენტაცია ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა. მზის ენერგიის სახილე საშრობები, ექვსთვიანი პროექტის ფარგლებში მოეწყობა. მას არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მეგზური" ახორციელებს.
პროექტს – ,,ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება ბავშვთა უფლებების დაცვისთვის", ევროკავშირი აფინანსებს, სამცხე–ჯავახეთში კი ასოციაცია ,,ტოლერანტი" ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, სულ ხუთი სოციალური იდეა დაფინანსდა. თითოეულის ბიუჯეტი 5 000 დოლარია.
მცირე გრანტების მიზანი, ადგილობრივი თემის გაძლიერება და სოციალური მეწარმეობის ხელშეწყობაა.