სეტყვამ ახალციხეში სამი სოფელი დააზარალა
ახალციხის მუნიციპალიტეტში სამი სოფელი დაისეტყვა.
სტიქიამ სვირსა და ბოგაში ხეხილი და ნათესები დააზიანა.
სეტყვა იყო სოფელ კლდის ნაწილშიც. აქ რამდენიმე ადგილობრივის ვენახი და ნათესებია დაზიანებული.
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შექმნილი ზარალის დამთვლელი კომისია, მდგომარეობის შესასწავლად დასეტყვილ სოფლებში დღეს გავიდა.
გამგეობაში ამბობენ, რომ სტიქიას სახურავები და შენობები არ დაუზიანებია.
ძლიერი სეტყვა ახალციხეში 27 მაისს, საღამოს დაიწყო და დაახლოებით, 10 წუთი გაგრძელდა.