ნინოწმინდაში მგელმა ცხვრები დაგლიჯა
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიგრაშენში მცხოვრებ ფერმერს, მგელმა 28 სული ცხვარი დაუგლიჯა.
აქედან 10 მკვდარია, 18 კი დაკბენილი.
ინფორმაციას და ფოტომასალას რადიო "ნორი" ავრცელებს.
კარლენ ასლანიანის თქმით, მგელი მის 90–სულიან ფარას თავს 27 მაისს, გვიან ღამით დაესხა.
ცხვარი მისი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი იყო. სულადობის გაზრდის მიზნით, მას ბანკიდან სესხი აქვს აღებული.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, მაისის თვეში მგლის მიერ ცხვრების დაგლეჯვის ეს მეორე შემთხვევაა.