სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ექსტენციის განვითარების პერსპექტივები განიხილეს
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში პროექტი "სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის მხარდაჭერა" გრძელდება.
პროექტის ფარგლებში ორი დოკუმენტი შემუშავდა: რეგიონის ეკონომიკური და ექსტენციის განვითარების პერსპექტივები სამცხე-ჯავახეთში. ასევე მომზადდა 258 სოფლის პროფილი, რომელიც მუნიციპალიტეტებს გადაეცემათ.
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში კონცეფციები და სოფლის პროფილების ანალიზი სახელმწიფო რწმუნებულის აპარატსა და მუნიციპალიტეტების გამგებლებს წარედგინა. სამუშაო შეხვედრაზე ასევე განხილული იყო ექსტენციის განვითარების პერსპექტივები და რეგიონული სამმართველოს სამომავლო გეგმები. შეხვედრის მონაწილეებს კონცეფცია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსმა ნანა ზუბაშვილმა წარუდგინა.
პროექტს სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის და გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით, კავშირი "სამყაროს" და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე- ჯავახეთის რეგიონული სამმართველოსთან თანამშრომლობით ახორციელებს.