დანიურმა ფონდმა "დანიდა" საქართველოში აგრარულ სფეროში ახალგაზრდების წასახალისებლად 5 მილიონ დოლარამდე გრანტი გამოყო. პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდა მეწარმეებისთვის 15 ათასიდან 100 ათას დოლარამდე მცირე და საშუალო მოცულობის გრანტები გამოიყოფა.
როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ნოდარ კერესელიძე აცხადებს, ამ ეტაპზე ქართული მხარე დონორ ორგანიზაციასთან დაფინანსების კრიტერიუმებს ათანხმებს. კერესელიძის თქმით, პროცესი თვის ბოლომდე გაგრძელდება, რომლის შემდეგაც პროექტის განხორციელება დაიწყება.
"ეს გახლავთ საგრანტო პროგრამა ახალგაზრდა ფერმერებისთვის. დღეს მიმიდნარეობს მოლაპარაკებები დონორთან სხვადსხვა კრიტერიუმებთან დაკავშირებით. გარდა ასაკისა იქ სხვა კრეტეიუმებიცაა, მაგალითად რა სფეროებს დაფარავს. აქ მხოლოდ სოფლის მეურნეობაზე არ არის საუბარი, არამედ სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით სხვადსხვა ეკონომიკურ აქტივობებზე.
ჩვენ ველოდებით,რომ სულ მალე დავასრულებთ დონორთან კონსულტაციებს და სექტემბრის თვის ბოლოსთვის გვექნება პირობები და დაიწყება პროექტის განხორციელება’’- განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.