ურავლის ხეობის გასარწყავიანება იაპონიის საელჩოს თანადაფინანსებით მოხდება
12:09 / 12.02.2018
ახალციხის მუნიციპალიტეტში, ურავლის ხეობის სოფლების გასარწყავიანება იწყება.
წყორძის, ანდრიაწმინდის, ახალშენის, მინაძის, ღრელისა და ჭაჭარაქის მაცხოვრებლების კუთვნილი მიწის ნაკვეთები, წლების შემდეგ ისევ მოირწყვება.
პროექტი იაპონიის საელჩოსა და ახალციხის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით განხორციელდება. სარწყავი სისტემის რეაბილიტაციისთვის 250 000 ლარია საჭირო. აქედან 210 000 იაპონიის საელჩოს თანხაა.
იაპონიის საელჩოსა და კავკასიურ ინსტიტუტს შორის ხელი მოეწერა საგრანტო ხელშეკრულებას - " სარწყავი სისტემის აღდგენა ახალციხის მუნიციპალიტეტის ურავლის ხეობის სოფლებში."
სარწყავი სისტემის მშენებლობა გაზაფხულიდან დაიწყება და წლის ბოლომდე დასრულდება. პროექტის ავტორები ამბობენ, რომ თვითდინებით სისტემის გამო, მოსახლეობას მინიმალური რწყვის გადასახადი ექნება.
პროექტის დასრულების შემდეგ, ურავლის ხეობაში 300 ჰა ფართობი გასარწყავიანდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.