წვიმა და ძლიერი ქარი - საქართველოში ამინდი გაუარესდება
სინოპტიკოსების ინფორმაციით, 30-31 მარტს დასვლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში კი შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +20, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +14 გრადუსი დაფიქსირდება.
“1-ელ აპრილს დღის ბოლოდან 4 აპრილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ღამის საათებში მაღალ მთაში თოვლი, დროგამოშვებით იქროლებს ძლიერი ქარი.
ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 1 აპრილს +17, +22 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო 2-3 აპრილს +10, +15 გრადუსამდე დაიკლებს. აღმოსავლეთ საქართველოში +14, +19 გრადუსამდე დათბება.
2-3 აპრილს დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი”, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ახალციხესი 31 მარტს მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +16 გრადუსს მიაღწევს. პირველი აპრილიდან კი, ერთი კვირის განმავლობაში, სინოპტიკოსები მცირე წვიმას პროგნოზირებენ.