საქართველოში ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს
საქართველოში ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს. სინოპტიკოსების ინფორმაციით, 3 აპრილის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +10, +15, აღმოსავლეთ საქართველოში კი +13, +18 გრადუსია მოსალოდნელი.
4-5 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან იწვიმებს, შესაძლებელია ელჭექიც. დაბლობსა და ბარში +18, +23 გრადუსამდე დათბება.
თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 2-3 აპრილს +15, +17, ხოლო 4-5 აპრილს +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება.
რაც შეეხება ახალციხეს უახლოესი დღეების პროგნოზი ასეთია:
3 აპრილს ახალციხეში ცვალებადი მოღრუბლულობაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით 9, ხოლო ღამით 1 გრადუსი იქნება.
4 აპრილს ნაწილობრივ მზიანი ამინდი იქნება მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით 12, ღამით კი 1 გრადუსი იქნება.
5 აპრილს სინოპტიკოსები ახალციხეში ცვალებად მოღრუბლულობას ვარაუდობენ, ჰაერის ტემპერატურა დღისით 14, ღამით კი 4 გრადუსი იქნება.