წვიმა, ძლიერი ქარი და სეტყვა - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 აპრილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.
მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.
ახალციხის მუნიციპალიტეტში 21 და 22 აპრილს წვიმას ვარაუდობენ. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 20 გრადუსს მიაღწევს.