სინოპტიკოსების ინფორმაციით, 9-10 მაისს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, სეტყვა, მაღალ მთაში თოვლი, დროგამოშვებით ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს“, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რაც შეეხება ახალციხეს - იწვიმებს ცხრა მაისს, 10-ში კი მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერაურა +18 გრადუსს მიაღწევს.