ამინდი
15 მაისს საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი
15 მაისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვაც აღინიშნოს. სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 6-7 გრადუსით დაიკლებს.
რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში 15 მაისს შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +28, +30 გრადუსი იქნება.
ახალციხეში ჰაერის ტემპერატურა +25 გრადუსს მიაღწევს. მუნიციპალიტეტში წვიმა 17 მაისსაა მოსალოდნელი.
გააზიარეთ :