15 ივლისამდე საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი
13 ივლისს, დღის ბოლოდან 15 ივლისამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.
ამ პერიოდში, ახალციხეში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 27 გრადუსი ფიქსირდება. 18 ივლისიდან გამოიამინდებს და +32 გრადუსამდე დათბება.