21 ივლისიდან საქართველოში წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი
ხვალიდან, 21 ივლისიდან 24 ივლისამდე საქართველოში წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთიან ზონებში კი, მეწყრული პროცესები გამოიწვიოს.
„21 ივლისს დღის ბოლოდან 24 ივლისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ახალციხეში 28 ივლისის ჩათვლით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპრატურა 28 გრადუსი დაფიქსირდება.