წვიმა, სეტყვა და ძლიერი ქარი - როგორი ამინდია მოსალოდნელი 7 ოქტომბრამდე
3 ოქტომბერს დღის ბოლოდან 7 ოქტომბრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, ნისლი, ქარის გაძლიერება, 4 ოქტომბერს ზღვაზე მოსალოდნელია 2-3 ბალიანი ღელვა. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან ზონაში ზოგან შესაძლებელია თოვლი.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
ჰაერის ტემპერატურა 3-5 ოქტომბერს +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 6 ოქტომბრიდან +11 გრადუსამდე დაიწევს.
ახალციხეში, მოსალოდნელი არამდგარადი ამინდის პროგნოზი ასე გამოიყურება:
4 ოქტომბერი:
დღისით - 14, ღამით კი 5
5 ოქტომბერი
დღისით - 14, ღამით - 6 ძლიერი წვიმა
6 ოქტომბერი:
დღისით - 11, ღამით - 3 ძლიერი წვიმა ელჭექით
7 ოქტომბერი:
დღისით - 16, ღამით - 2 გრადუსია ნავარაუდევი.