როგორი ამინდია მოსალოდნელი ახალციხეში
25 ოქტომბერს (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) გაწვიმდება და ტემპერატურა +12, +17 გრადუსამდე დაიკლებს, დროგამოშვებით იქროლებს ძლიერი ქარი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 26-27 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია უნალექო, მაგრამ გრილი ამინდი. აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 2-3 გრადუსით დაიკლებს.
თბილისში 25 ოქტომბრამდე თბილი (20, +22 გრადუსი) და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 25-27 ოქტომბერს შესაძლებელია მცირე წვიმა, ჰაერის ტემპერატურა +14, +16 გრადუსამდე დაიკლებს. 25 ოქტომბერს დროგამოშვებით იქროლებს ძლიერი ქარი.
რაც შეეხება ახალციხეს, უახლოესი სამი დღის პროგნოზი ასე გამოიყურება:
25 ოქტომბერი
მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ღამით ყინვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, ხოლო ღამით - 3 გრადუსი იქნება
26 ოქტომბერი
ნავარაუდევია თოვლი და ყინვა. სინოპტიკოსები დღისით +9, ხოლო ღამით - 4 გრადუსს პროგნოზირებენ.
27 ოქტომბერი
მზიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერი დღისით 14 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით კვლავ -3 გრადუსია ნავარაუდევი.