ახალციხეში ამინდი გაუარესდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 დეკემბერს, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე გაწვიმდება, მაღალ მთაში მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა საქართველოში +11, +6 გრადუსამდე დაიკლებს.
თბილისში 9 დეკემბერს შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +13, +15 გრადუსის ფარგლებში იქნება.
რაც შეეხება ახალციხეს, უახლესი სამი დღის პროგნოზი ასე გამოიყურება:
9 დეკემბერი
ღამით +1, დღისით +6, დღის განმავლობაში მოსალოდნელია თოვლი და წვიმა;
10 დეკემბერი
ღამით - 4, დღისით +7, დღის განმავლობაში უნალექო ამინდია ნავარაუდევი;
11 დეკემბერი
ღამით - 4, ხოლო დღისით +7. სინოპტიკოსები დღის განმავლობაში მზიანი ამინდს პროგნოზირებენ.