როგორი ამინდია მოსალოდნელი უქმეებზე
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11 იანვრამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +11, +16 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. 9 იანვარს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
აღმოსავლეთ საქართველოში 9 იანვარს მოიღრუბლება, ზოგან იწვიმებს, მთაში და მაღალმთაში მოთოვს, შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი. ტემპერატურა 9 იანვარს +5, +10 გრადუსამდე დაიკლებს. 10 იანვრიდან ისევ გამოიდარებს.
თბილისში 9 იანვარს მოიღრუბლება, შედარებით აცივდება, მოსალოდნელია წვიმა და ნისლი. 10 იანვრიდან დედაქალაქშიც გამოიდარებს.
9 იანვრის მეტეოროლოგიური პროგნოზი სამცხე-ჯავახეთის ქალაქების მიხედვით:
ახალციხე ღამით - 9, დღისით +2 უმეტესად უნალექოდ.
ბორჯომი ღამით -1, დღისით +7 უმეტესად უნალექოდ.
ბაკურიანი ღამით -4, დღისით +1 უმეტესად უნალექოდ.
ახალქალაქი ღამით - 11, დღისით +3 უმეტესად უნალექოდ.
ნინოწმინდა ღამით -13, დღისით +1 უმეტესად უნალექოდ.
აბასთუმანი ღამით -5, დღისით +4 უმეტესად უნალექოდ.
ასპინძა ღამით - 2, დღისით +10 უმეტესად უნალექოდ.
ადიგენი ღამით 1, დღისით +13 უმეტესად უნალექოდ.