თოვა, ძლიერი ქარი და 22 გრადუსი ყინვა - როგორია უახლოესი 3 დღის ამინდის პროგნოზი
გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 იანვრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ამინდის არახელსაყრელი პირობები: დროგამოშვებით ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვნად დაკლება, ძლიერი ქარი, მთაში და მაღალმთაში ნისლი.
საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
აღმოსავლეთ საქართველოში, 17 იანვარს, +5 გრადუსია, ხვალ დღის განმავლობაში +4 გრადუსი, ღამე კი -9 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთის მთიან რეგიონებში ღამე -14 -15 გრადუსი იქნება, მაღალმთიანში კი, -18 -22 გრადუსი იქნება ღამის განმავლობაში.
დასავლეთ საქართველოს, დღეს ტემპერატურა +6 გრადუსია, დღის განმავლობაში +6, ღამე კი -3 გრადუსი. დასავლეთის მთიან რეგიონებში ღამე -12 -13 გრადუსია მოსალოდნელი, მაღალმთიანში კი -18 -20.
რაც შეეხება სამცხე-ჯავახეთს, უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ასე გამოიყურება:
17 იანვარი
ახალციხეში დღისით - 5, ხოლო ღამით -22 გრადუსი ყინვაა ნავარაუდევი;
აბასთუმანში დღისით - 7, ხოლო ღამით -20 გრადუსს ყინვას პროგნოზირებენ;
ბაკურიანში დღისით - 11, ხოლო ღამით -16 გრადუსი ყინვაა ვარაუდობენ
18 იანვარი
ახალციხეში დღისით - 6, ხოლო ღამით -15 გრადუსი ყინვას პროგნოზირებენ
აბასთუმანში დღისით - 7, ხოლო ღამით -14 გრადუსი ყინვაა ნავარაუდევი
ბაკურიანში დღისით - 8, ხოლო ღამით -13 გრადუსი ყინვას ვარაუდობენ
19 იანვარი
ახალციხეში დღისით - 4, ხოლო ღამით -12 გრადუსი ყინვას ვარაუდობენ
აბასთუმანში დღისით - 4, ხოლო ღამით -12 გრადუსი ყინვაა ნავარაუდევი
ბაკურიანში დღისით - 9, ხოლო ღამით -14 გრადუსი ყინვას პროგნოზირებენ.