როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე-ჯავახეთში - უახლოესი დღეების პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 22–23 იანვარს საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
ნალექის გარეშე ჩაივლის ეს პერიოდი სამცხე-ჯავახეთშიც. სამცხეში ტემპერატურა დღისით +4,+5 გრადუსი იქნება, ხოლო ღამით -7, -8 გრადუსი დაფიქსირდება. რაც შეეხება ჯავახეთს, აქ ისევ ყინვაა მოსალოდნელი. დღისით -4, -5 გრადუსია ნავარაუდევი, ხოლო ღამით ტემპერატურა -14, -15 გრადუსამდე დაეცემა.
დასავლეთ საქართველოს დაბლობში, ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +12, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +5, +10 გრადუსამდე მოიმატებს.
24 იანვრის დღის ბოლოდან 25 იანვრის დღის ბოლომდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +4, +9 გრადუსამდე დაიკლებს.