საქართველოში მომავალ კვირას ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა
საქართველოში მომავალ კვირას ღამის საათებში ყინვა გაძლიერდება, - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა განაცხადა. როგორც დოდო გვაზავა აღნიშნავს, მომავალ კვირას ნალექის ინტენსივობა შესუსტდება.
„13-14 მარტს თოვლის ინტენსივობა მოსალოდნელია საქართველოს ზოგიერთ რაიონში. მთიან და მაღალმთიან რაიონებში ყინვა მოიმატებს. ასევე ყინვა მოიმატებს აღმოსავლეთ საქართველოს ბარშიც. 16 მარტამდე ზოგ რაიონში მოსალოდნელია თოვა“, - განაცხადა დოდო გვაზავამ.
მთელი კვირის განმავლობაში ყინვა და ნალექია მოსალოდნელი სამცხე-ჯავახეთში. რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში დაბალი ტემპერატურა ნარჩუნდება.