როგორი ამინდია მოსალოდნელი 22 მარტს სამცხე-ჯავახეთში?
სინოპტიკოსების ვარაუდით, სამცხე-ჯავახეთში ცვალებადი ამინდი შენარჩუნდება. 22 მარტს ახალციხეში მაქსიმალურ ტემპერატურას დღისით 6, ღამით კი მინუს 6 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 3 გრადუსს ვარაუდობენ, ღამით კი მინუს 8-ს.
ასპინძაში ტემპერატურა დღისით 4 გრადუსი იქნება, ღამით კი მინუს 7. ადიგენში დღისით 3, ღამით კი მინუს 8 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც ყინვა ნარჩუნდება. ახალქალაქში დღისით 1 და ღამით მინუს 10 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაშიც სინოპტიკოსები ასევე დღისით 1 და ღამით მინუს 10 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზეც ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 2 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 9-ს ვარაუდობენ, ბაკურიანში - დღისით 1, ღამით კი მინუს 8 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ტემპერატურა დღისით 5, ღამით კი 1 გრადუსი იქნება.