როდიდან გამოიდარებს სამცხე-ჯავახეთში?
მიმდინარე კვირას სამცხე-ჯავახეთში ცვალებადი ამინდი შენარჩუნდება. 23 ივნისს ახალციხეში უმეტესად ცვალებად ამინდს პროგნოზირებენ. დღისით 20, ღამით კი 12 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომშიც დღისით 17 გრადუსს ვარაუდობენ, ღამით კი 12-ს.
ასპინძაში ტემპერატურა დღისით 18 გრადუსი იქნება, ღამით კი 11 გრადუსია მოსალოდნელი. ადიგენში დღისით 18, ღამით კი 9 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 14 და ღამით 7 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 13 და ღამით 6 გრადუსს ვარაუდობენ.
ცვალებადი ამინდია რეგიონის კურორტებზეც. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 16 გრადუსს, ხოლო ღამით 9-ს ვარაუდობენ, ბაკურიანში - დღისით 12 ღამით კი 6 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ჰაერის ტემპერატურა 24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 16 გრადუსია მოსალოდნელი.