როგორი ამინდი იქნება მიმდინარე კვირას სამცხე-ჯავახეთში
სამცხე-ჯავახეთში მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში წვიმაა მოსალოდნელი. 28 ივნისს ახალციხეში დღისით 25, ღამით კი 14 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომშიც დღისით 25 გრადუსს ვარაუდობენ, ღამით კი 14-ს.
ასპინძაში ტემპერატურა დღისით 25 გრადუსი იქნება, ღამით კი 13 გრადუსია მოსალოდნელი. ადიგენში დღისით 23, ღამით კი 10 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 22 და ღამით 8 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 20 და ღამით 7 გრადუსს ვარაუდობენ.
წვიმს რეგიონის კურორტებზეც. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 23 გრადუსს, ხოლო ღამით 12-ს ვარაუდობენ, ბაკურიანში - დღისით 20 ღამით კი 8 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 17 გრადუსია მოსალოდნელი.