მზიანი ამინდები იწყება - როდის გამოიდარებს საქართველოში?
საქართველოში ჰაერის ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მოიმატებს და წვიმიანი ამინდებიც აღარ იქნება. სინოპტიკოსები კვირას, 3 ივლისს ახალციხეში უნალექო დღეს და 22 გრადუსს გვპირდებიან. რამდენიმე დღეში ტემპერატურა 30 გრადუსს მიაღწევს.
ასპინძაში 21 გრადუსს და ნაწილობრივ ღრუბლიან დღეს პროგნოზირებენ. ხუთი ივლისიდან ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს და მზიანი დღეები იქნება.
კვირა დღეს ადიგენში დღისით 20 და ღამით 9 გრადუსია მოსალოდნელი.
ბორჯომში ჰაერის ტემპერატურა ხვალ 19 გრადუსამდე გათბება.
ახალქალაქში 16, ნინოწმინდაში კი 15 გრადუსია ნავარაუდევი.
ბაკურიანში 14 გრადუსი და მცირე წვიმა, აბასთუმანში კი 18 გრადუსს უნდა ველოდოთ.