სამცხე-ჯავახეთში ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს
20 ივლისამდე დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.
ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +26, +31 გრადუსი დაფიქსირდება. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +34, +39 გრადუსამდე მოიმატებს.
სამცხე-ჯავახეთში, ამ კვირაში ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიკლებს. 19 ივლისს ახალციხეში დღისით 26, ღამით კი 18 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში მცირე წვიმას, დღისით 23 გრადუსს, ღამით კი 17-ს ვარაუდობენ.
ასპინძაში ტემპერატურა დღისით 26 გრადუსი იქნება, ღამით კი 16 გრადუსია მოსალოდნელი. ადიგენში დღისით 23, ღამით კი 17 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც ნაწილობრივ ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 24 და ღამით 13 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 23 და ღამით 13 გრადუსს ვარაუდობენ.
ტემპერატურა დაიკლებს რეგიონის კურორტებზეც. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 20 გრადუსს, ხოლო ღამით 15-ს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 19 ღამით კი 12 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ჰაერის ტემპერატურა 35 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 20 გრადუსია მოსალოდნელი.