როგორი ამინდია მოსალოდნელი რეგიონში ამ უქმეებზე?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 7 აგვისტომდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +31, +36 გრადუსი დაფიქსირდება, 5 აგვისტოდან კი 3-4 გრადუსით დაიკლებს.
მათი ინფორმაციით, თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +34, +36 გრადუსი იქნება.
სამცხე-ჯავახეთში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. 6 აგვისტოს ახალციხეში დღისით 27 ღამით კი 18 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 26 გრადუსს, ღამით კი 18-ს ვარაუდობენ.
ასპინძაში ტემპერატურა დღისით 27 გრადუსი იქნება, ღამით კი 18 გრადუსია მოსალოდნელი. ადიგენში დღისით 26, ღამით კი 17 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს -აქაც ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 23 და ღამით 12 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 21 და ღამით 10 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზეც ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 23 გრადუსს, ხოლო ღამით 16-ს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 21 ღამით კი 13 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ჰაერის ტემპერატურა 33 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 21 გრადუსია მოსალოდნელი.