გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
გარემოს ერონული სააგენტო მოსახლეობას საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის შესახებ აფრთხილებს. სააგენტოს ცნობით, მთიან რეგიონებში, ასევე მოსალოდნელია ძლიერი ქარიც, რაც ტყის ხანძრების გაჩენას უწყობს ხელს.
"19 აგვისტომდე საქართველოს ტერიტორიაზე შენარჩუნებული იქნება ჰაერის მაღალი ტემპერატურა ( 34, 39 გრადუსი). 15 აგვისტოს მთიან რეგიონებში ჰაერის მაღალ ტემპერატურასთან ერთად ზოგან ძლიერი ქარიცაა მოსალოდნელი, რაც ტყის ხანძრების გაჩენის ხელშემწყობ პირობებს შექმნის"- წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
19 აგვისტომდე, სინოპტიკოსები სამცხე-ჯავახეთში, დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას +30, +32 გრადუსს ვარაუდობენ, ხოლო ღამით +19,+21 გრადუსი იქნება.