აღმოსავლეთის მიმართულებით იქროლებს ძლიერი ქარი - ამინდი რეგიონში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 13 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +28, +33, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +24, +29 გრადუსის ფარგლებში იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში +25, +30 გრადუსამდე დათბება.
სამცხე-ჯავახეთში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 13 სექტემბერს ახალციხეში დღისით 24 ღამით კი 14 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 24 გრადუსს, ღამით კი 14-ს ვარაუდობენ.
ასპინძაშიც ტემპერატურა დღისით 26 გრადუსი იქნება, ღამით კი 13 გრადუსია მოსალოდნელი. ადიგენში დღისით 24, ღამით კი 13 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - ახალქალაქში დღისით 25 და ღამით 9 იქნება. სინოპტიკოსები ნინოწმინდაში დღისით 22 და ღამით 9 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზეც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 22 გრადუსს, ხოლო ღამით 14-ს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 20 ღამით კი 9 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ჰაერის ტემპერატურა 27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 16 გრადუსია მოსალოდნელი.