გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით 9 ოქტომბერს დღის მეორე ნახევრიდან 11 ოქტომბრის შუადღემდე დასავლეთ საქართველოში, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 10 ოქტომბრის შუადღემდე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
სამცხე-ჯავახეთში მთელი კვირის განმავლობაში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიკლებს. 7 ოქტომბერს ახალციხეში მზიან ამინდს, დღისით 22 ღამით კი 14 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, დღისით აქ 23 გრადუსს, ღამით კი 11-ს ვარაუდობენ.
ასპინძაში ტემპერატურა დღისით 23 გრადუსი იქნება, ღამით კი 13 გრადუსია მოსალოდნელი. ადიგენში დღისით 23, ღამით კი 14 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 22 და ღამით 12 იქნება. სინოპტიკოსები ნინოწმინდაში დღისით 19 და ღამით 11 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზეც ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 20 გრადუსს, ხოლო ღამით 8-ს ვარაუდობენ, ბაკურიანშიც ღრუბლიანი ამინდი იქნება, დღისით 16, ღამით კი 7 გრადუსია მოსალოდნელი.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში წვიმაა ნავარაუდევი, ჰაერის ტემპერატურა 23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 15 გრადუსია მოსალოდნელი.
მზიანი ამინდია მოსალოდნელი სამცხე-ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტში 8 ოქტომბერს, ხოლო კვირას, 9 ოქტომბერს რეგიონის მასშტაბით სინოპტიკოსები წვიმას პროგნოზირებენ.